11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო ოლქში იმიტირებული საარჩევნო პროცესი გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, უბანზე მისულ ამომრჩეველს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა იმ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლის გამოყენებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
იმიტირებული საარჩევნო პროცესი გაიმართა ბოლნისის ოლქში 23 უბანზე. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ამომრჩეველს იმიტირებული ხმის მიცემა მისთვის გასაგებ ენაზე შევსებული ბიულეტენებით შეეძლო.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბოლნისის ოლქში 41 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 11 უბანზე ტრადიციული წესით გაიმართება.