ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაკარანტინის 48-ე დღე ბოლნისში - არსებულ ვითარებას გოგი მეშველიანი აჯამებს

კარანტინის 48-ე დღე ბოლნისში – არსებულ ვითარებას გოგი მეშველიანი აჯამებს

[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის COVID-19 -ის 120 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 25 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 185 – ადამიანი, კარანტინში-96. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გრძელდება ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, შეჭირვებული ოჯახების დახმარება, მიუსაფარი ძაღლების კვებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სურსათის პაკეტი მიიღო 12 507 ოჯახმა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია.
მეორე დღეა სოფელ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი აღარ მოქმედებს, თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტი კვლავ წითელ ზონად რჩება, ჩაკეტილია ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ბოლნისში არსებულ ვითარებას გოგი მეშველიანი აჯამებს.
,,გუშინ იზოლაცია მოეხსნა სოფელ ქვემო ბოლნისს.ბუნებრივია ეს იზოლაცია შეეხებოდა ამ სოფლიდან გასვლას, ამასთან ჩვენს მუნიციპალიტეტში რვა დასახლებული პუნქტია იზოლირებული, შესაბამისად ამ სოფლის წარმომადგენლები სპეციალური ნებართვისა და საშვის გარეშე იზოლირებულ დასახლებებში ვერ შევლენ, მათ შორის ქალაქ ბოლნისში. თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომით, რაც იქნა ეპიდემიოლოგების მიერ გამოყენებული ქვემო ბოლნისში, კერძოდ ორი საინკუპაციო პერიოდი, დამატებითი თერმოსკრინინგი და შერჩევითი ნაცხის ანალიზები, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, საორიენტაციოდ ორ კვირაში ქალაქ ბოლნისის გახსნაც იქნება შესაძლებელი. ორმოცდარვა დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ შვიდში არის კოვიდინფექცია დაფიქსირებული, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ მიდგომის გამოყენებით, ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც არ არის დაზიანებული ინფექციით, გაიხსნას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ქვედა ზონის სოფლების გახსნა, სადაც ჩვენ ველოდებით საადრეო კარტოფილის მოსავალს, ვინაიდან ფერმერებს და ბიზნესმენებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება, რათა არ შეექმნათ პრობლემები საადრეო კარტოფილის მოსავალთან დაკავშირებით.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ უკვე მესამე დღეა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას.დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა 6 ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად;
თვითიზოლაციაში იმყოფება 185 – ადამიანი, კარანტინში-96;
ჩვენთან მომართვის შედეგად ბავშვთა კვებით უზრუნველვყავით 68 ოჯახი;
გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სულ სურსათის პაკეტით უზრუნველყოფილია 12 507 ოჯახი; ყოველდღიურად ვაგრძელებთ მიუსაფარი ძაღლების კვებით უზრუნველყოფას;
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია;
მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება,”განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები