პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
spot_img

კარანტინის ოცდამერვე დღეს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი აჯამებს

[:en]


,,კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.
პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, მათ გამოავლინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.დღის მანძილზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე არ დაფიქსირებულა მოქალაქეების შესვლა ან ამ მიმართულებებით გადაადგილება.
კარანტინის 28 -ე დღეს უკვე მეორე გამოჯანმრთელებული გვყავს. ამ დროისთვის ბოლნისში სულ COVID-19 -ის 54 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ორი გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვლილი; გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სულ სურსათით უზრუნველყოფილია 6 190 ოჯახი;
თვითიზოლაციაში იმყოფება 342 ადამიანი, კარანტინში-86;
მოხალისეთა ჯგუფის მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების მიწოდება;

ხვალიდან განახლდება მოქალაქეების თერმოსკრინიგი და სიმპტომების კვლევა. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გამოგზავნილი დამატებითი ჯგუფები აიღებენ სპეციფიურ ანალიზებს.

ადგილობრივი სამედიცინო რესურსის სიმცირის გამო, თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეებთან ერთად პირადად ჩავერთვები.

მჯერა, რომ ყველა ერთად დავძლევთ არსებულ გამოწვევას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ წესს!”, განაცხადა გოგი მეშველიანმა.

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები