პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

კაზრეთის ხიდის რეაბილიტაცია

მესამე კვირაა ,,არემჯის“ დაკვეთით, დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  აღნიშნული ხიდი დაბასთან ერთად-ერთი დამაკავშირებელი საშუალებაა, ამიტომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ,,არემჯის“ თანამშრომლებისათვის. 

ხიდის რეაბილიტაციის პარალელურად, კომპანიის დაფინანსებით იგეგმება ცენტრალური მაგისტრალიდან კაზრეთის მიმართულებით მიმავალი გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.  პროექტი ჯამში 2 კმ.- მდე გზის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარის დაგებას ითვალისწინებს.

ხიდის რეაბილიტაციას კომპანია ,,მშენებელთა ჯგუფი“ ახორციელებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება. საახალწლოდ კაზრეთის მოსახლეობა, ახალი რეაბილიტირებული ხიდით შეძლებს სარგებლობას. ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 200 000 ლარს აღემატება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები