ბოლნისის მუნიციპალიტეტში Covid-19 საწინააღმდეგო იმუნიზაცია დაიწყო. ვაქცინა სხვა მედ-პერსონალთან ერთად,  გაიკეთა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის უფროსმა. ვაქცინაცია  ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით აცრას   10 ექიმი გაიკეთებს. ისინი საკუთარ კოლეგებს მოუწოდებენ,  ჩაიტარონ იმუნიზაცია, იმისათვის, რომ დაიცვან, როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ისე პაციენტები და ოჯახის წევრები. 

ადგილობრივი  ჯანდაცვის ცენტრში მარაგშია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 500 დოზა, რითაც   ის მედ-პერსონალი აიცრება, ვისაც უშუალო შეხება აქვს კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებთან.