6 დეკემბერს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გამართა, მიზანს იმ სერვისების გაცნობა წარმოადგენდა, რომელსაც სახელმწიფო ძალადობა გამოვლილ ადამიანებს სთავაზობს.
შეხვედრა ბოლნისში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს, შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.