მიმდინარე წლის 18-19 დეკემბერს, ქ. ბოლნისში ძიუდოს დარბაზში, ძიუდოს სკოლის ღვაწლმოსილი მწვრთნელის, ომის ვეტერანის თენგიზ (თემურ) გეთიაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობდა საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული 200-მდე 2013-2014 წლებში დაბადებული სპორტსმენები. გამარჯვებულები დიპლომებითა და მედლებით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ორდღიანი ტურნირის ფარგლებში, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ბოლნისელმა ფალავანებმა მოიპოვეს.