ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
HomeTVთეატრმა 83-ე სეზონი სპექტაკლით  „ჭორიკანა ქალები“ გახსნა

თეატრმა 83-ე სეზონი სპექტაკლით  „ჭორიკანა ქალები“ გახსნა

ვენეციიდან ბოლნისამდე – კარლო გოლდონის ხმის ახალი ინტერპრეტაცია ქართულ სცენაზე გაცოცხლდა. კომედია ჭორიკანა ქალებზე, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა, დღესაც ისე აქტუალურია, თითქოს გუშინ დაიბადა. ბოლნისის თეატრში 83-ე სეზონის პრემიერაზე, სპექტაკლით „ჭორიკანა ქალები“, რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ მაყურებელი ნამდვილ ვენეციურ ეზოში ამოგზაურა, სადაც დღე ჭორით იწყება და ჭორითვე მთავრდება, სპექტაკლი სიცილის, ირონიისა და ყოველდღიურობის სინთეზია, რომელიც მაყურებელს ჯერ ძველ იტალიაში, შემდეგ კი საკუთარ ეზოში ამოგზაურებს. პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

სპექტაკლის ცენტრში არიან უბრალო ვენეციელი ქალები, რომლებიც თავისი ენით და დიდი ჟესტური ემოციით, დღის განმავლობაში ერთმანეთთან ჭორაობენ, წუწუნებენ, ფლობენ ნახევარ სიმართლეს და მთელი გულით სწამთ თავიანთი  წარმოდგენების. ეს წარმოდგენა  არაა  მხოლოდ სიცილისთვის, ის გვაჩვენებს, როგორ იქცევა უბრალო ჭორი დიდ ამბად.

ჭორი – ეს უბრალო სიტყვა სპექტაკლში იქცევა მოქმედ გმირად. ის ქმნის დაძაბულობას და ანგრევს ურთიერთობებს, ამასთანავე იწვევს სიცილს და გამოგზაურებს ფიქრებში. ბოლნისის თეატრში კი „ჭორიკანა ქალები“ მხოლოდ სპექტაკლი არაა – ეს არის ადგილობრივი ხელოვანების ხმა, რომელმაც მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები