ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

თეატრმა  სეზონი წარმატებულად  დახურა

ბოლნისის თეატრმა მრავალფეროვანი პრემიერებით დახუნძლული სეზონი, მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპექტაკლით დახურა. „კრიტი“ ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ, ცნობილი მწერლის დიმიტრი მალიაგინის ლიტერატურული პირველწყაროს „ბერი არსენის ცხოვრების“ საფუძველზე განახორციელა, სადაც მოქმედება, ბერი არსენის ირგვლივ ვითარდება. მთავარი გმირი მთელი წარმოდგენის  მანძილზე არ ტოვებს სცენას და  სრულყოფილად გადმოსცემს ბერის განცდებს, ფიქრებსა და სულიერ განწყობას.

ბოლნისის თეატრი, წარმატებული სეზონის დახურვის შემდეგ, საგასტროლო ეტაპზე გადავიდა. ისინი უკვე გაემგზავრნენ სიღნაღში „სახალხო თეატრის ფესტივალზე“, რომლის შემდეგაც, მთელი ზაფხულის განმავლობაში, კიდევ არაერთი გასტროლი იგეგმება. რაც შეეხება  სეზონის გახსნას, დასი სექტემბრიდან, მაყურებლის წინაშე, განახლებული რეპერტუარით წარსდგება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები