თბილისის სომხურმა თეატრმა ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ითამაშა

0
94

31 ოქტომბერს, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე, თბილისის სომხურმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ნოდარ დუმბაძის „საბრალდებლო დასკვნა“ წარმოადგინა. მსახიობებმა ქართულ ენაზე, სხვადასხვა წარსულის, ისტორიის, ხასიათისა და ეროვნების ადამიანები განასახიერეს, რომლებიც უმიზეზოდ დაპატიმრებულ ზაზა ნაკაშიძეს საკანში დახვდნენ და მცირე დოზით თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებდნენ.

„თბილისის სომხური თეატრის გასტროლი საქართველოს რეგიონებში“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

წინა სტატიაბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები  გადაეცა
შემდეგი სტატიაბოლნისელი ახალგაზრდები იტალიაში, ქალაქ მონტე ბაროში იმყოფებიან

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ