ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
spot_img
HomeTV„თამარიონმა“ 20 წლის იუბილე იზეიმა

„თამარიონმა“ 20 წლის იუბილე იზეიმა

20 წლიანი მოღვაწეობა, საიუბილეო სოლო კონცერტით, „თამარიონმა“ სიმბოლურად, თამარობის დღესასწაულზე აღნიშნა. განახლებული რეპერტუარით, ახალი ფორმებითა და დიდი  შემართებით წარსდგნენ მოცეკვავეები  მაყურებლის წინაშე. საიუბილეო ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, კულტურის ცენტრის დირექტორი სოსო კოპალეიშვილი, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე გელიაშვილი, და არა ერთი,  მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.

საიუბილეო სოლო კონცერტი  ქორეოგრაფებისა და მათი აღსაზრდელების დიდი შრომის შედეგია. 80 ბავშვი სცენაზე, 15 ცეკვა,  ახალი ფორმები, ორიგინალური დადგმები, ცოცხალი მუსიკა,  ულამაზესი დეკორაცია და განათებები, რამაც მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია.

კონცერტის დაწყებამდე, კულტურის სახლში მისულ სტუმრებს, ფოიეში „თამარიონის“ 20 წლიანი ისტორიის და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების, მედლების, ჯილდოების და მიღებული გრამ-პრის ნახვა შეეძლოთ. ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონი“ ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წელს დაარსდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი „თამარიონის“ გუნდს ახალი სიცოცხლეც შეემატა და ორმა ახალგაზრდა ქორეოგრაფმა ანსამბლის ტრადიცია ღირსეულად გააგრძელა.  

20 თავდაუზოგავი შრომით განვლილი წელი, არჩეული გზა და მიზანი, რომელიც „თამარიონის“ დამფუძნებელმა დაისახა, წარმატებით ახორციელებს. ანსამბლი  იზრდება, ძლიერდება და აღწევს დიდ წარმატებას, რომელსაც სხვადასხვა დროს მიღებული პრიზები, სიგელები, ჯილდოები და ბოლოს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის მიღებული გრან-პრი ადასტურებს. მოღვაწეობის მანძილზე ანსამბლს 10 სოლო, 1 საქველმოქმედო კონცერტი და, არაერთი გასვლითი ღონისძიება აქვს გამართული.

კონცერტის დასასრულს, საიუბილეო თარიღი „თამარიონს“ მოწვეულმა სტუმრებმა, კიდევ ერთხელ მიულოცეს. მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა, ანსამბლი „თამარიონი“ და მისი ხელმძღვანელები, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ქორეოგრაფები  მადლიერი მშობლებისგან, სიმბოლური ჯილდოთიც დასაჩუქრდნენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები