ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
spot_img
HomeTV,,თამარიონი“ 21 წელი სცენაზე

,,თამარიონი“ 21 წელი სცენაზე

30 ივნისს ბოლნისის კულტურის სახლში ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა         „თამარიონმა“ 2024 -2025 წლების შემოქმედებითი სეზონი სოლო კონცერტით დახურა. შემაჯამებელ ღონისძიებას  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი და არა ერთი მოწვეული სტუმარი ეწრებოდა.

 მაყურებლის წინაშე ანსამბლი  განახლებული ფორმებით, ახალი ქორეოგრაფიით და ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით წარსდგა. სცენის განათებამ, დეკორაციამ და ტექნიკურმა გამართვამ კონცერტს განსაკუთრებული ემოციური მუხტი შესძინა. ორ საათიანმა წარმოდგენამ დარბაზში არაერთხელ გამოიწვია მქუხარე ტაში და გულწრფელი ემოციები.

 წელს ანსამბლი  ,,თამარიონი“ 21 წლის გახდა ამ პერიოდში მან არაერთი ჯილდო, გრამპრი და აღიარება მოიპოვა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.

სოლო კონცერტით ანსამბლმა 2024-2025 წლების შემოქმედებითი სეზონი ოფიციალურად დაასრულა და უკვე აქტიურად ემზადება საზღვარგარეთ გასტროლისთვის, სულ მალე თამარიონი თურქეთში მიემგზავრება.

,,თამარიონის“ სოლო კონცერტი იყო ნამდვილი ზეიმი ერთგული მაყურებლისთვის, რომელმაც სცენაზე 21 წლიანი თავდადება, შრომა და ქართული სული იხილა. თბილი ემოციებით, აპლოდისმენტებითა და ხელოვნების სიყვარულით გაჯერებულმა საღამომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კულტურა განსაკუთრებით კი ცეკვა ბოლნისისთვის მუდამ ცოცხალი და გამაერთიანებელია

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები