2022-2023 სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, 2022 წლის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება.
როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონური არდადეგების განრიგი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი, რომლის შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდება. ვინაიდან წელს 14 და 15 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
რაც შეეხება საჯარო ბაგა-ბაღებს, დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი 29 დეკემბრის ჩათვლით გასტანს, ხოლო ზამთრის არდედეგებიდან აღსაზრდელები ბაღში 16 იანვარს დაბრუნდებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ კერძო სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ. – ნათქვამია EDU.ARIS.GE-ს მიერ გამქვეყნებულ ინფორმაციაში