,,ვუსამძიმრებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს”-დავით შერაზადიშვილი

0
169

,,მინდა ჩემი მწუხარება გამოვხატო უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, გია ბერიაშვილის გარდაცვალების გამო.უკვე 25-ე დღეა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე არ წყდება საომარი მოქმედებები,რასაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის,სამწუხაროდ, სამი ქართველი მეომარია.ვუსამძიმრებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს. ისინი იბრძოდნენ თავისუფლების მოყვარე, მათი მეგობარი უკრაინელების გვერდით ,რათა შეეჩერებინათ რუსული აგრესია, მათ სწამდათ, რომ ყველა ბრძოლას აქვს აზრი.დიდება გმირებს!”-წერს ოფიციალურ გვერსზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი.

წინა სტატია„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
შემდეგი სტატიაჩვენს აზარბაიჯანელ თემს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს-გოგი მეშველიანი