[:en]„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფორმატის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება[:]

0
92
[:en]

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფორმატის ფარგლებში ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დღეს ქალაქ ბოლნისში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია და დაურიგდათ მათთვის გასაგებ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები, რომლის საშუალებითაც ამომრჩევლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, თუ როგორ უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

კამპანიის მიზანია:საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოქალაქეების ინფორმირება.

გადადი ბმულზე და გადაამოწმე საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

https://voters.cec.gov.ge/

[:]
წინა სტატია[:en]დავით შერაზადიშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს[:]
შემდეგი სტატია[:en]დაბა კაზრეთში ათწლეულების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ