„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია დასრულდა

0
121

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის წევრმა ქალებმა, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე პერფორმანსი მოაწყვეს და სიმბოლურად ვარდისფერი ბუშტები და კვამლი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, ორგანიზაციის ინიციატივით, ბოლნისში არა ერთი აქტივობა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებისთვის იყო ერთგვარი მესიჯი, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არაა.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედაა  აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ მიზანია გაზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში ძუძუს კიბოს რისკის შესახებ, რომ კიბო განაჩენი არაა და რომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ყველა ქალმა ჩაიტაროს სკრინინგი.

წინა სტატია“მომავალს ბევრი სახელი აქვს: სუსტებისათვის ის მიუწვდომელია, მშიშრებისათვის ამოუცნობი, მამაცებისათვის კი შანსი.”
შემდეგი სტატიაგიორგი კეკელიძემ პირველი ბოლნისელი სტიპედიანტია დააჯილდოვა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ