6 აპრილს, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, კომპოზიტორის ვაჟა დურგლიშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. კომპოზიტორის რეპერტუარს, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე, მისი მეგობრები ანსამბლ „75“-ის ყოფილი წევრები ბესიკ კალანდაძე და ზურაბ კობეშავიძე ასრულებდნენ.
კომპოზიტორის ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს ყველა კუთხეში იმართება, რომლის დასკვნითი ნაწილიც, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
საიუბილეო საღამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.