ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად ვენახების ერთიანი კადასტრი შეიქმნება

საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების სამართლებრივი დარეგულირების მიზნით „ვაზისა და ღვინის შესახებ“კანონში ცვლილებები ხორციელდება.


როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრულია ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება, კანონი არ განმარტავს ტერმინს „ვენახების ერთიანი კადასტრი“, ასევე მისი შექმნისა და ორგანიზების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხის მოწესრიგებას. შესაბამისად, კანონის მე-3 მუხლს ემატება ტერმინის „ვენახების ერთიანი კადასტრის“ განმარტება.


საკითხის სამართლებრივი რეგულირების მიზნით კანონს ასევე ემატება პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება – „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“.


მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთვლის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.


კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები