შაბათი, აპრილი 26, 2025
spot_img
Homeგანათლებაექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და დეტალები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2022 წლის 21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2022 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://mes.gov.ge/content.php?id=12830&lang=geo

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები