ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img

      ერთი დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში

გაეროს განვითარების პროგრამა „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდების  სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ქვემო ქართლში,“ რომლის  ფარგლებში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამიზნე ჯგუფში ჩართულ მოსწავლეებს უმასპინძლა და სხვადასხვა სამსახურის სამუშაო პროცესების სპეციფიკა ადგილზე გააცნო. ფორმატის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ისინი სამუშაო კაბინეტში მიიღო, რის შემდეგაც  მეგზურობა გაუწია   სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. მოზარდებმა, პედაგოგთან ერთად, სოფელ ქვეშში ახლად მოწყობილი საპიკნიკე დაათვალიერეს და მრავალფუნქციური სპორტული  კომპლექსის მშენებლობის მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცვნენ.

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის მოსწავლე – ახალგაზრდების, მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა, რათა მათ გააცნობიერონ საკუთარი მოქალაქეობრივი როლი და აიმაღლონ პიროვნული განვითარების უნარ-ჩვევები. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პროცესებში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები