კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
HomeTVერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით,კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. საზეიმო განწყობა ბოლნისშიც დილიდანი, იგრძნობოდა.ღონიძიების ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელიდან ბაიკერებმა, ეროვნული დროშებით მსვლელობა მოაწყვეს.   მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში ადგილობრივი ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრები იყო გამოფენილი. მერიის მიმდებარე ტერიტორიის სკვერში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები მოეწყო. პატარებისთვის კი მთელი დღის მანძილზე კულტურის სახლის ხატვის პედაგოგები და სტუდიის მოსწავლეები სახის მოხატვაზე მუშაობდნენ.

დამოუკიდებლობის 105 წლისთავის აღსანიშნავად, ბოლნისში  ღონისძიებათა ციკლი, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების  კონცერტით დასრულდა.

ქვეყანაში 26 მაისი დამოუკიდებლობის დღედ 1918 წელს გამოცხადდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები