პირველ დეკემბერს, USAID-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეებისთვის, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ცნობიერების გაზრდა და ენერგო აუდიტის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. მონაწილეებს ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია, ევროკავშირის დირექტივების, ენერგიის დაზოგვის და შენობების ენერგოეფექტურობის საერთაშორისო პრაქტიკაზე, გარდა ამისა, აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა გლობალური დათბობის, ენერგიის ალტერნატიული წყაროების და განახლებადი ენერგიის შესახებ მიმდინარე ტენდენციებს.