შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img

 ეთერ აფაქიძის შემოქმედებითი საღამო ბოლნისში

ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, პოეტის და მწერალთა კავშირის წევრის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის, ეთერ აფაქიძის შემოქმედებითი საღამო „ჩემო ბოლნისელებო“ გაიმართა. 4 წიგნის, 1000-ზე მეტი ლექსის ავტორმა, სტუმრებისთვის, მშობლიურ ბოლნისზე და პატრიოტულ მოტივებზე ლექსები წაიკითხა. პოეტის მეგობრებმა, თავიანთი შემოქმედებიდან, ამონარიდები წაიკითხეს, ლამაზად გადმოსცეს   სულში ასახული ფიქრები, სიხარული თუ ტკივილი, რამაც მსმენელზე შთამბეჭდავი გავლენა მოახდინა.   პოეტის შემოქმედებითმა საღამომ თბილად და სასიამოვნოდ ჩაიარა, რასაც ლაიტმოტივად, ლამაზი რითმა, შობლიური ტანძიის და ბოლნისის სიყვარული გასდევდა.

ღონისძიება, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ხალხური რეწვისა და თვითშემოქმედებითი ჯგუფის „ნათებას“ ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, თვითშემოქმედებითი ჯგუფი, 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და მასში, არა ერთი ბოლნისელი ხელოვანია გაწევრიანებული.

წინა სტატია
შემდეგი სტატია
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები