ევროპის იმუნიზაციის კვირეულის „აიცერი და დაიცავი!“ ფარგლებში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, წარმომადგენლებთან ერთად, სკოლების მედპერსონალს და ადმინისტრაციას შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელმა, ბავშვებში გავრცელებულ სხვადასხვა ინფექციებზე და ვირუსებზე, მათ პრევენციულ ღონისძიებებზე, იმუნიზაციაზე, მის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე ისაუბრა, მაკა მამარდაშვილმა ასევე აღნიშნა, თუ როგორ იცავს ვაქცინაცია სიცოცხლეს, ამცირებს დაავადებების გავრცელებას და უზრუნველყოფს ბავშვებში ჯანმრთელობის დაცვას.
საინფორმაციო შეხვედრაზე, ასევე განიხილეს და შეაჯამეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების მონიტორინგის შედეგად მიღებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით სკოლებში სისტემატურად ახორციელებს მონიტორინგს, სადაც სპეციალისტები აკვირდებიან სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და მიღებული შედეგის მიხედვით გასცემენ გარკვეულ რეკომენდაციებს.