პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩებზე მუხის მარადმწვანე ნერგები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა დარგეს.
ევროკავშირის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში ასევე მოეწყო ენერგოეფექტური გარე განათება. ძველ გერმანულ უბანში აგრეთვე დაგეგმილია სამი ერთეული ენერგოეფექტური სკამისა და ენერგოეფექტური გაჩერების მოწყობა.