დღეს მართმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

0
239

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის სახელად დიოსკორეს  ერთადერთი ქალიშვილი იყო.  ქრისტიანად მონათვლულმა ბარბარემ კი ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.შვილის გადაწყვეტილებამ  დიოსკორე ძლიერ განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა და განუცხადა, რომ ბარბარე ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა.

წმინდა ბარბარეს თავი დიოსკორემ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. მას თავს  ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.

წმინდა დიდმოწამე  ბარბარე ბავშვების მფარველია,  ბარბარობა  კი ქართველების ერთ-ერთი უძველეს სახალხო დღესასწაულად ითვლება.

წინა სტატიასოფელ მუშევანში, სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა რეხვიაშვილს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა