დღეს ბოლნისელებმა, უკანასკნელ გზაზე, კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გააცილეს

0
213

დღეს ბოლნისელებმა, უკანასკნელ გზაზე, კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გააცილეს.

მას მთელი ქალაქი იცნობდა და პატივს სცემდა.  თავისუფალი ჭიდაობა, სპორტის განვითარება და ახალგაზრდების აქტიური ცხოვრება, ბატონ აკაკი ქუქჩიშვილთან სამუდამოდ დაკავშირდა. მას უყვარდა თავისი საქმე და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ახალგაზრდების აღზრდა განვითარებას.  მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა ბოლნისის სიყვარულთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გაახარა ბოლნისის საპატიო მოქალაქის სტატუსმა, რომელიც 80 წლის ასაკში მიენიჭა.

აკაკი ქუქჩიშვილი დაიბადა 1935 წელს ახალქალაქში, 1944 წელს, ოჯახთან ერთად, ბოლნისში გადმოვიდა საცხოვრებლად, წარმატებული თავისუფალ მოჭიდავე, იყო საზოგადოება ,,სპარტაკის“ მწვრთნელი, 1964 წელს ბოლნისში დააარსა  პირველი სექცია თავისუფალ ჭიდაობაში და მას შემდეგ  აღზარდა მრავალი სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი, საკავშირო ტურნირის გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მედალი, სიგელი, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი.

ბოლნისის კოლორიტი და სპორტის ბერმუხა, დღეს ბოლნისელებმა სამუდამო განსასვენებელში გააცილეს. გაზეთი ბოლნისი მწუხარებას გამოთქვამს აკაკი ქუქჩიშვილის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის ტკივილს.

წინა სტატიადმანისში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია იგეგმება
შემდეგი სტატიადმანისში, ღია ცის ქვეშ, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „მართვეს“  სოლო კონცერტი გაიმართა