დმანისში, ღია ცის ქვეშ, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „მართვეს“ სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლის დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, ქართული სულისკვეთებით გაჯერებულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოება საქართველოს კუთხეებში ამოგზაურა. ანსამბლი 16 საცეკვაო ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე, სცენაზე ერთმანეთს ოთხი თაობის მოცეკვავეები ენაცვლებოდნენ.
ორმოცწლიანი ისტორიის მანძილზე, ანსამბლმა არაერთ ფესტივალსა და კონკურსში მიიღო მონაწილება. ანსამბლ „მართვეს“ მინიჭებული აქვს სახალხო სანიმუშო ანსამბლის წოდება და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.
„მართვეს“ სოლო კონცერტი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა. კომპანია „არემჯის“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2014 წლიდან ანსამბლის მხარდამჭერია და ხელს უწყობს ანსამბლის განვითარებას.
ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მართვეს“ სოლო კონცერტი, ღია ცის ქვეშ კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა.