კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
HomeTVდედის დღე მრავალშვილიან დედებს მიულოცეს

დედის დღე მრავალშვილიან დედებს მიულოცეს

მრავალშვილიანი დედისთვის მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტუმრობა ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, 6 შვილის დედას მარიკა ლაზაშვილს 3 მარტი, ტკბილეულით და ყვავილების თაიგულით ხელდამშვენებულებმა მიულოცეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

დედის დღე საქართველოში, პირველმა პრეზიდენტმა დააწესა და  უზენაესმა საბჭომ 1991 წელს დაამტკიცა.  ამის შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება და  ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა ქალბატონებისთვის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული, კიდევ 6 მრავალშვილიან დედას მიულოცეს.

მათთვის  დღევანდელი აქტივობა, ერთგვარი სტიმული იყო, როგორც თავად აღნიშნავენ, სახელმწიფოსგან ყურადღებას ყოველთვის გრძნობენ და მადლიერებას გამოხატავენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები