კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში არსებული ხევი ნარჩენებისგან გაიწმინდა.
დასუფთავების აქციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა. როგორც კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, სოფელ მუშევანში ნაგვის ურნების განთავსების შემდეგ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული კერების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
აღსანიშნავი, რომ დასუფთავების აქცია ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს და წინასწარ შერჩეულ ლოკაციებს, კომუნალურ სამსახურთან ერთად, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები დაასუფთავებენ.
დღევანდელი აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები”-ს მხარდაჭერით გაიმართა.