ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებადავით შერაზადიშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა

დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა. დელეგატი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ნდობის გამართლება.  „დღეს, ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გავმართეთ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვესმინა ჩვენი მოსახლეობისთვის. ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ საკითხებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ნდობის გამართლება. წინასაარჩევნოდ დავპირდი, რომ ყოველთვის ვიქნებოდი მათ გვერდით და რათქმაუნდა შესაძლებლობების ფარგლებში ძალისხმევას არ დავიშურებ არსებული გამოწვევების დასაძლევად. იმისათვის, რომ მოსახლეობასთან მქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ოლქის მასშტაბით – ბოლნისში,დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში სრული დატვირთვით მუშაობს დელეგატის ბიუროები, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალური მერიების შენობაში.”- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები