საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი
ბოლნისის ღვინის გზამკლევის Bolnisi Wine Guide ოფიციალური წარდგენას დაესწრო, რომელიც ქართულ-გერმანულ ღვინის სხლში გაიმართა.
წიგნი დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მისცემს: ბოლნისის ღვინის მარნების, ადგილობრივი მეღვინეების, უნიკალური ჯიშებისა და რეგიონის სხვა საინტერესო ღირსშესანიშნაობების შესახებ, ეს მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლებისა და ფართო პოპულარიზაციისთვის.
„ბოლო წლების მანძილზე ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით მევენახეობა-მეღვინეობა გაგვეხადა პერსპექტიული და არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ბოლნისში ღვინის კულტურის აღორძინება მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას აძლევს რეგიონში ღვინის ტურიზმის ცენტრად იქცეს და ამ მიმართულებით გზამკვლი მნიშნელოვან როლს შეასრულებს.
მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ბოლნისში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ფიქსირდება რაც, კერძო, სამთავრობო უწყებების კორდინირებული მუშაობის შედეგია და გამორჩეულია კომპანია RMG-ის მხარდაჭერა.მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს და სტუმრებს. „- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა
დელეგატი ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მოქმედ და ყოფილ წევრებთან: გოდერძი ჩანქსელიანთან, გოჩა ენუქიძესთან და ბექა ოდიშარიასთან ერთად ესწრებოდა.




