საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ბოლნისელ მეღვინეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სფეროში მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე
„ბოლო წლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობა პერსპექტიულია. ყურადღებას იპყრობს საოჯახო მარნები და ქვევრის ბოლნური ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე. ბოლნისურ ვაზსა და ღვინოს დიდი წარსული და ისტორია აქვს. საქპატენტმა 2019 წელს როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელება – “ბოლნისი” დაარეგისტრირა. ამ ეტაპზე, ბოლნისში 30 საოჯახო მარანია, რომლებიც ღვინოს ბოთლებში ასხამენ. ძირითადად იწარმოება ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე, შავკაპიტო, ასურეთული შავი. ბოლნისურ მეღვინეობასთან ერთად ვითარდება ასურეთის მიკრო ზონა, რომელსაც კიდევ უფრო დიდი და ძლიერი შესაძლებლობები აქვს. აქ არის განსაკუთრებული ვაზის ჯიში შალა და ვფიქრომ კიდევ მეტი მხარდაჭერაა საჭირო ღვინის წარმოების კულტურის აღორძინება ხელს შეუწყობს რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ.“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა
