[:en]დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება[:]

0
59
[:en]

დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.  გასულ წელს შენობის ორივე კორპუსში გაჩნდა ბზარები, რომელზეც დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბზარები იზრდებოდა რაც შენობის კონსტრუქციის სიმყარეს საფრთხეს უქმნიდა. არსებული მდგომარეობის  შესასწავლად ადგილზე მოწვეული იქნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა დაზიანების ხარისხი და გააკეთა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც მომზადდა კონსტრუქციული გამაგრებითი პროექტი. სამუშაოები უკვე  ერთი თვეა მიმდინარეობს და მას შპს ,,მეტრი“ ახორციელებს.   სამუშაოების დასრულების  შემდეგ, საბავშო ბაღს, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება. მიმდინარე  პროცესი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

[:]
წინა სტატია[:en]ანსამბლ ,,იმედის“ მორიგი წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე[:]
შემდეგი სტატია[:en]სამაცივრე მეურნეობის საწარმოო პროცესს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ