ახალი, 2025 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, დაბა კაზრეთში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართა, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. ღია ცის ქვეშ, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ანსამბლი ,,იმედი” ლაურა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე, სოლო კონცერტით წარსდგა. წინა საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, ჯგუფმა ,,ფორტემ” ყველასათვის საყვარელი სიმღერები ააჟღერა, დღის მთავარი აქტივობის, ნაძვის ხის ანთების პატივი კი, ნიკა არაბიძეს და პაატა გულიაშვილს ხვდათ წილად, მათ მიერ ჰიტად ქცეული სიმღერების შესრულების შემდეგ, ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.