USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსის, „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა სასკოლო საზოგადოებაში“ პროექტის ფარგლებში, ბოლნისის ზრადასრულთა ცენტრში, დაბა კაზრეთის პირველმა საჯარო სკოლამ ფორუმ-თეატრი გამართა.
აღნიშნული პროექტის ფორმატში მონაწილეებმა საზოგადოებისთვის ერთგვარი მესიჯი გაუშვეს, რომელიც პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონიდან მონაწილეობას 57 საპროექტო განაცხადი იღებდა, საიდანაც 15-მა მოიპოვა გამარჯვება.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.