„დაამსხვრიე გენდერული სტერეოტიპები“ – პროექტი ბოლნისში ჩატარდა

0
223

„დაამსხვრიე გენდერული სტერეოტიპები“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები ცვლილებებისთვის“ ბოლნისში განახორციელა, შეხვედრა ორი დღის განმავლობაში, იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მიმდინარეობდა, რომელსაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, პროექტი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის განყოფილების თანამშრომლობით ჩატარდა. მოეწყო WORKSOPI სხვადასხვა თემებზე, გაიმართა ფილმის ჩვენება და ფორუმ-თეატრი. მოსწავლეებმა, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მავნე გენდერულ სტერეოტიპებზე მცირე მინი-სპექტაკლები წარმოადგინეს. გენდერული კუთხით ცნობიერების ამაღლების გარდა, ორგანიზატორების მიზანია სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარება და თანამშრომლობა.

„დაამსხვრიე გენდერული სტერეოტიპები“ USAID/GEORGIA  ფინანსური მხარდაჭერით, Georgian Institute of Politics საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.

წინა სტატიაყოველწლიური სასკოლო ფესტივალი რაგბში
შემდეგი სტატიაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს ბოლნისის ფილიალი შეუერთდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ