გოგონათა ტურნირი ფეხბურთში

0
168

სოფელ ნახიდურში უკვე ერთი წელია გოგონათა გუნდი არსებობს. სოფელში, სადაც გოგონებს საღამოს საათებში სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, ყველაფრის მიუხედავად ფეხბურთის სათამაშოდ მაინც იკრიბებიან. სხვადასხვა კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ამ ხნის მანძილზე არა ერთ ტურნირში ჩაერთო და წარმატებებსაც მიაღწია.

ნახიდურის საჯარო სკოლა, სასწავლო წლის ბოლოს, USAID სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნეს თანამშრომლობის კომპონენტის მიმართულებით, ბოლნისის და მარნეულის გოგონათა გუნდების მონაწილეობით, ტურნირს მასპინძლობდა.

ტურნირს  ფინანსური დახმარება ფირმა „კუმისმა“ გაუწია. საინტერესო შეხვედრების შემდეგ  გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. I ადგილი მარნეულის, II ადგილი ხატისოფლის, III ადგილი კი დისველის საჯარო სკოლას ერგო.

 სოფელ ნახიდურში, ფეხბურთის გოგონათა გუნდის არსებობა,  სტერეოტიპების მსხვრევაა და ეს გენდერული თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია.

წინა სტატიაარემჯიმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს  საველე და ლაბორატორიული ინვენტარი გადასცა
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ