დღეს საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლას ესტუმრა და სკოლის პედაგოგს საერთაშორისო კონკურსის “Golden time talent” მონაწილესა და ორი საპრიზო ადგილის მფლობელს, ნონა პაპაშვილს „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით წარმატება მიულოცა და ორგანიზაციის წევრებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ლონდონში ჩატარებულ 42-ე სეზონზე, ნონას წარდგენილი ჰქონდა სამი ნამუშევარი, სადაც პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში „ხელნაკეთი“. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის იამზე სვანიძისა და სკოლის დირექტორის მზია დანელიას თქმით, ნონა არის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და რაც მთავარია, წარმატებული მასწავლებელი.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ნონას და კვლავ ბევრ წარმატებას ვუსურვებ. მიხარია, რომ გვყავს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა პედაგოგები.”- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.