[:en]გოგი მეშველიანმა სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მოინახულა[:]

0
74
[:en]

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, სამაჟორიტარო ოლქში სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში 1 კილომეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. 625 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში ჩვენს მიერ გამართულ „ღია ფორმატის“ შეხვედრებზე ადგილობრივებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ითხოვეს და დღეს საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის მადლიერება გამოხატეს.“-გოგი მეშველიანი
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გ & კ ტექნოლოგი“ ასრულებს.

[:]
წინა სტატია[:en]ფრიდონ გიგანი დიუსელდორფის გრან სლემის ტურნირზე იასპარეზებს[:]
შემდეგი სტატია[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა CENN-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ