„ეს არის ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი. აქვე ავღნიშავ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა, მით უმეტეს როცა ასეთი შემოქმედებითი დასები გვყავს.“-ამ სიტყვებით გოგი მეშველიანი ბოლნისისა და დმანისის თეატრალურ დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, გოგი მეშველიანი, თეატრის მოღვაწეებს და განსაკუთრებით მის სამჟორიტარო ოლქში არსებულ თეატრალურ დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს! განსაკუთრებით კი, ბოლნისის მუნიციპალური თეატრისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს !
თეატრი არის ვიზუალური ხელოვნება, სადაც მსახიობები სცენური პერსონაჟებით გვამოგზაურებენ ადამიანთა სამყაროში. ეს არის ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი. აქვე ავღნიშავ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა, მით უმეტეს როცა ასეთი შემოქმედებითი დასები გვყავს.
კიდევ ერთელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ მეტ სპექტაკლს და მაყურებლის გულწრფელ ემოციას.“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა.