,,დღეს ქართული თეატრის დღეა. მსურს, ბოლნისის თეატრის თითოეულ წევრს დღევანდელი დღე მოგილოცოთ. ბოლნისის თეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლი გვაქვს ნანახი და ბოლნისელი მაყურებელი პრემიერებს ყოველთვის მოუთმენლად ელის. თითოეული ბოლნისელი ამაყობს მისი თეატრით, ეს დამოკიდებულება კი დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!”- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.
პოპულარული სიახლეები
პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა დამსწრე საზოგადოებისთვის...