საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში დმანისის მუნიციპაიტეტში გამართულ საკრებულოს სხდომას ეხმაურება, ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს ულოცავს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას და წარმატებებს უსურვებს მათ. „ვულოცავ დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას და მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ წევრს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ყულიაშვილს და მის მოადგილეებს . მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება.” – წერს გოგი მეშელიანი.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა. სხდომა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით პაატა ყულიაშვილი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა რამიზ რამაზანოვი, მოდგილეებად კი ოლეგი გოშუანი და აზერ ალიევი.