ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
spot_img

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი პარლამენტის სასახლეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდა.


შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის – სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ბენეფიციარები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან: ნახიდური, ტალავერი, დარბაზი, ქვემო ბოლნისი და დაბა კაზრეთი.


ექვსთვიანი პროექტის განმახორციელებელია ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“.


გოგი მეშველიანი მოსწავლე-ახალგაზრდებს ესაუბრა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობაზე, ქალების და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობაზე პოლიტიკაში, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და სათემო ორგანიზაციების საქმიანობაზე.


ახალგაზრდების ჩართულობა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, მართვის საკითხებში. ახალგაზრდული ენერგია, ახალგაზრდული აზრის მოსმენა ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდული პროგრამების და ღონისძიებების დაფინანსება გააქტიურდება, ახალგაზრდობის სააგენტოსთვის დიდი რესურსი იქნება გამოყოფილი, რათა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ იმ სასიკეთო პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.


შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები