საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუზეუმში, წარმოშობით ბოლნისელი ავტორის ქამრან რამაზანლის წიგნის “ჰეიდარ ალიევის ენერგეტიკული სტრატეგია და საქართველო“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ჰეიდარ ალიევის დაბადების ასი წლის იუბილეს მიეძღვნა. „ ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და მის მნიშვნელობაზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობას და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს ურთერთობები დღითი-დღე უფრო ვითარდება და ღრმავდება. ამის შესახებ ზემოაღნიშნულ ნაშრომშიც ბევრი მაგალითი და ფაქტია მოყვანილი. წარმატებებს ვუსურვებ ორივე ქვეყანას! „- განაცხადა გოგი მეშველიანმა