„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი,“ – გოგი მეშველიანმა ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
მეშვლეიანის თქმით , გასულ წელს მთავრობამ დაამტკიცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი წიაღის სექტორის სტრატეგია – „შარშან 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია. ეს არის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც სექტორის საკმაოდ ღრმა შესწავლას და ანალიზს ეფუძნება, აღიარებს მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებს ასევე, განსაზღვრავს ამ სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებებს . თუმცა, გასაგები მიზეზების, პანდემიური მოვლენების გამო , ჩვენი შეფასებით ცოტა შენელდა ამ მიმართულებით მუშაობა თუმცა, უდაოა, რომ წიაღის გონივრულ და ეფექტიან მოპოვებას გარემოს დაცვი და აღდგენის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში.“
სიტყვის დასასრულს ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კონკრეტული კითხვით მიმართა – „თქვენ როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი და თქვენი აზრით რა არის გასაკეთები რათა სრულად , პასუხისმგებლიანად იქნეს ათვისებული არსებული რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ შევძლებთ მივაღწიოთ , რომ ამ პროცესში ადგილობრივი საზოგადოება, თემების კანონიერი ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული? „