გიორგი კეკელიძემ პირველი ბოლნისელი სტიპედიანტია დააჯილდოვა

0
39

უბრალო და ამავდროულად ძალიან ნიჭიერი, ფანტასტიკური ხელოვანი და მრავალმხრივ განათლებული ახალგაზრდა, – ასე შეაფასა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ბოლნისიდან პირველი სტიპედიანტია , დაბა კაზრეთელი ვანო ხმალაძე, იგივე ვანიჩკა, რომელსაც დღეს მთავარ ბიბლიოთეკაში, ფონდის ხელმძღვანელებთან და სპონსორთან ერთად, საზეიმო ვითარებაში დიპლომი გადასცა. გიორგი კეკელიძემ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, ახალგაზრდა მსახიობს ეს დღე მიულოცა და პროფესიული ზრდა უსურვა.

ვანო ხმალაძე „გურული დღიურების“ ფონდის 130-ე სტიპენდიანტია, ეტლში მჯდარი წლებია ინტერგირებულ თეატრში წარმატებულად მოღვაწეობს, ამჟამად იგი ბოლნისის მუნიციპალური თეატრის მსახიობია.

გურული დღიურების ფონდი 2017 წლიდან დაარსდა და მისი მიზანია განათლების დონის ამაღლება საქართველოს რეგიონებში, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.

წინა სტატია„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია დასრულდა
შემდეგი სტატიაბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები  გადაეცა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ