გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0
124

შვედრაზე განიხილეს „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი, რომელსაც სამომავლოდ დაეყრდნობა საქართველოს კანონი საძოვრების შესახებ.

კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და განიხილავს საძოვრების მდგრად სარგებლობას მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად.

დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში შექმნილ, უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მხარდაჭერილია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.

კონცეფციაში მოცემულია ძოვების სისტემების სხვადასხვა ტიპები;

საკუთრების და სარგებლობის ფორმები;

აძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები;

სამართლებრივი ასპექტები და საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვის ეტაპები.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, მათი მოადგილეები, სოფლის რწმუნებულები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

წინა სტატია„დაგეგმე შენი ბიუჯეტის ფარგლებში“ კინოთეატრის რესტავრაცია დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი დოხტურიშვილმა  რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ