გიორგი დარასელიამ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე ,,სიონის”მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

0
166

გიორგი დარასელიამ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე სიონის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდი მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს მას. შეგახსენებთ, დარასელია სიონს სათავეში, გასული სეზონის ზაფხულში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით, ბოლნისური კლუბი, ჩემპიონის სტატუსით, ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ სამივე ტურში სიონმა წარმატება ვერ ჰპოვა, რის გამოც სპეციალისტმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობა დასთანხმდა – აღნიშნულ ინფორმაციას ,,სიონის” დირექცია ავრცელებს.

წინა სტატიაგუთი ბოლნელის სევდით და ტკივილით დაწყებული პოეზია
შემდეგი სტატიაბოლნისის ,,სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს