გერმანული დელეგაცია ბოლნისში

0
135

საქართველოში შემორჩენილი ძველი გერმანული კულტურის, ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების მონახულების და გერმანელების შთამომავლების ყოფა-ცხოვრების გაცნობის მიზნით, საქართველოს სასწავლო მოგზაურობის ფარგლებში, გერმანიიდან სამრევლო კონგრესი 20 პასტორის შემადგენლობით სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია დღეს ბოლნისში იმყოფებოდა და ლუთერანულ-ევანგელისტურ სამრევლოს სტუმრობდა. კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მათთვის აღნიშნულ ცენტრთან არსებული სტუდიის ბავშვებმა  გერმანული სიმღერები იმღერეს. შეხვედრის დასასრულს კი სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად შეასრულეს ევანგელისტური სიმღერები.

წინა სტატიასაინფორმაციო შეხვედრა იმუნიზაციის საკითხებზე
შემდეგი სტატიაპროექტი ,,ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა 2023’’ დასრულდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ